24.05.2026 16:40
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი The Washington Free Beacon-ის სტატიას ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ თბილისი თეირანს უახლოვდება. სტატია კვლავ გიორგი კანდელაკისა და ჯო უილსონის ნარატივებს ეფუძნება. სხვა ფაქტები და არგუმენტები პუბლიკაციაში მოყვანილი არ არის.
ვოლსკის შეფასებით, მიზანი საქართველოსთვის ზიანის მიყენებაა.
"სტრატეგია გრძელდება. ადრე ჩინეთი იყო დღის წესრიგში, ახლა ირანია დღის წესრიგში, ვინაიდან აშშ-ს გარკვეული დაპირისპირება გააჩნია ამ სივრცეში და თავისი დიდი პოლიტიკური მიზნები აქვს. რასაკვირველია, პატარა საქართველოსთვის ზიანის მიყენება, ეს არის თემა, რომელიც აინტერესებთ. ომის პარტია დავუძახოთ, Deep state დავუძახოთ, თუ ოლიგარქიული ოჯახები, ეს არის თემა, რომელსაც ემსახურება კანდელაკი. ეს მხოლოდ ცუდი საქციელი არ არის, დეზინფორმაცია არ ეწოდება მხოლოდ ამას, ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორ(ებ)ი :