26.05.2026 12:04
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მათივე თქმით, ლატვია საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს. ლატვია მტკიცედ რჩება ერთგული საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ", - აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ავტორ(ებ)ი :