მიხეილ სააკაშვილი - გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო მათთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, ჩაფლავდა 27.05.2026 17:24

არსებული მუხტი არ უნდა გავაცივოთ, პირიქით, გავაძლიეროთ და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მოედოს მთელ ქვეყანას. თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

 

მისივე თქმით, საქართველო ჯერ არ მომკვდარა, ძალებს იკრებს და ისევ დადგება ფეხზე.

 

„გუშინდელმა ძალიან მრავალრიცხოვანმა აქციამ, რომელშიც ხალხმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს დამოუკიდებლობის და ქართველების თავისუფლების დასაცავად ახალი სუნთქვა გაუხსნა ჩვენს საერთო წინააღმდეგობის მოძრაობას.

 

რა თქმა უნდა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, მეტი ბრძოლაც, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, დაემკვიდრებინა საყოველთაო შიში, გუშინ ჩაფლავდა. ასევე გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა.

 

დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და ასევე ორგანიზატორებს და ინიციატორებს. ასევე დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი და სხვა პოლიტპატიმრების სურათებით გამოვიდა და იმ გამომსვლელებს, ვინც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ როცა ერთად ვართ, ბევრი ვართ. როცა ბევრი ვართ, ვერ გვერევიან. საქართველო ჯერ არ მომკვდარა, პირიქით, ძალებს იკრებს და ისევ დადგება ფეხზე.

 

ოღონდ არსებული მუხტი არ უნდა გავაცივოთ, პირიქით, გავაძლიეროთ და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მოედოს მთელ ქვეყანას. თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერს სააკაშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ