ირაკლი კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური 27.05.2026 18:35

 

არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ჯინ შაჰინი წარმოადგენს „დიფ სთეითს" და, სწორედ, ამის გამო ემტერებოდა ის ქართველ ხალხსა და საქართველოს.

 

„ვხედავთ, რომ არავის აინტერესებს უკრაინა. როდესაც საუბარია ომის დასრულებაზე, აქ ვისაც კი ოდნავი სინდისი აქვს, ყველა უნდა საუბრობდეს უკრაინელი ხალხის და ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ინტერესებზე. თუმცა ჩვენ ვაფრთხილებდით აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ჩვენს საზოგადოებას და საზოგადოებამ მხედველობაში მიიღო ჩვენი გაფრთხილება, რომ არავის აინტერესებს სხვა ქვეყნების ბედი. ყველას აინტერესებს საკუთარი ამბავი, საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და ჯინ შაჰინი ამის კარგი გამოხატულებაა, მითუმეტეს, რომ ჯინ შაჰინი წარმოადგენს პირდაპირ „დიფ სთეითს", მთელი ამ წლების განმავლობაში. სწორედ, ამის გამო ემტერებოდა ის ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხსა და საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გაფრთხილებაც აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა, ყველა მოქმედებს საკუთარი გადმოსახედიდან, არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები. ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ