"ნაციონალურმა მოძრაობამ" და ზოგადად რადიკალურმა ოპოზიციამ პოლიტიკურ გასვენებაში საკუთარი ხელით ჩააჭედა ლურსმანი''- დავით მათიკაშვილი 27.05.2026 23:12

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში, ოპოზიციური ალიანსის მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, დამტკიცდა, რომ ოპოზიციას არანაირი ძალა აღარ შესწევს.

მათიკაშვილი, ასევე, გადაცემის ერთ-ერთ სტუმარს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილეს ირაკლი ფავლენიშვილს გამოეხმაურა.

"რაც შეეხება იმას, თუ ვინ ვერ იზეიმა 26 მაისი და არის სრულ ისტერიკაში, ჩემი წინამორბედი სპიკერი [ირაკლი ფავლენიშვილი] საუბრობდა, დაიწყო თავის მართლებით, არ არის რთული ამის გამოცნობა, თუ რატომ ნერვიულობენ ასე ძალიან, ნამდვილად აქვთ სანერვიულო და მესმის მათი. "ნაციონალური მოძრაობამ" და ზოგადად, რადიკალურმა ოპოზიციამ პოლიტიკურ გასვენებაში თვითონ, საკუთარი ხელით ჩააჭედა ლურსმანი, იმ გამოწვევებს შეეჭიდნენ, სადაც აბსოლუტურად არანაირი ძალა და უნარი არ შესწევთ. პოლიტიკურ ავანსცენაზე საზოგადოების მხარდაჭერა ქმნის ბენეფიტებს. როდესაც საზოგადოება მხარს არ გიჭერს და ერთი "ბაბლის" შიგნით ტრიალებ, იქნება ეს 4 ოქტომბრის ე.წ. გადატრიალება თუ პრეზიდენტის სასახლის აღება, მანამდე 2024 წლის ზამთრის მოვლენები, გუშინდელი მოქმედება და ხალხის რაოდენობა... რაოდენობაზეც არ არის, ჩვენთვის თითოეული ადამიანი ძვირფასია, მაგრამ რადგანაც ჩვენ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ცხადია, რომ დემოკრატია ამით განისაზღვრება. ისიც კარგად გვესმის, რომ ამ ე.წ. თავების დათვლით საკუთარ უცხოელ პატრონებთან ცდილობდნენ წინასწარ დაედგინათ, რომ ჩვენ კიდევ რაღაც შეძლება გაგვაჩნია სოლიდური აქციების მოწყობითო და მინიმუმ ჯამაგირებს მაინც მიიღებდნენ, თუ აძლევენ კიდევ ჯამაგირებს, რაც აქვთ განსაზღვრული.

ის, რომ ამ რაოდენობა ადამიანებით და იმ იდეებით, რაც მათ გააჩნიათ ილაპარაკონ ის, რომ ჩვენ ხალხის სახელით ვსაუბრობთო - ეს სასაცილოც არ არის და ამით, საკუთარ უუნარობას კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ მათ პოლიტიკაში მართლაც არაფერი ესაქმებათ," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ