28.05.2026 17:29
მიხეილ სააკაშვილი კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა, ამ ადამიანს არანაირი რესურსი აღარ დარჩა საკუთარ გუნდში და საკუთარ მრევლში, სააკაშვილის გუნდის წევრებს ამ ადამიანის მიმართ გადაულახავი კომპლექსი აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის რესურსი გარე დაფინანსება და ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებაა.
„ერთადერთი რესურსია, რომ მათ ხელისუფლება ხელში ძალადობრივი გზით ჩაიგდონ. მათ არანაირი შანსი არ აქვთ იმის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ორგანიზებული ძალადობა და მასკარადია, რასაც ბოლო წლებია ეწევიან. ბოლო უსუსური მცდელობა 4 ოქტომბერს იყო, როცა პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შეტევა განახორციელეს და სახელმწიფოს მხრიდან აღიკვეთა. მათი რესურსი გარე დაფინანსება და ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებაა. მათ ბელადს ისღა დარჩენია, რომ სასაცილო განცხადებები გააკეთოს და საზოგადოება გაამხიარულოს", - განაცხადა გაბუნიამ.
ავტორ(ებ)ი :