28.05.2026 19:51
ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია. რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც გვარამია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი და ასეთი ადამიანები აანონსებენ აქციას, იქ წარმატების რესურსი არ არსებობს.
„როდესაც გვარამია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი, ასეთი ადამიანები აანონსებენ აქციას, იქ წარმატების არავითარი რესურსი არ არსებობს. აქედან გამომდინარე სააკაშვილის უკმარისობის განცდა არის აბსოლუტურად ლოგიკური,"- აღნიშნა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :