29.05.2026 17:27
2026 წელს, გაზაფხულზე კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ. ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" დავალება აქვს მიღებული, როგორმე ქვეყანაში გარე მმართველობა დაამყაროს.
„რევოლუციის ხუთი მცდელობა არ გამოუვიდათ, 10 არჩევნებში დამარცხდნენ. 2026 წელს, გაზაფხულზე კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს, თავიანთ თავებს შეხვდნენ. ამინდები რომ გაფუჭდა, სიარულს თავი დაანებეს. როგორ წარმოგიდგენიათ, ნიკა გვარამია ბორჯომში ან კახეთში რომ ჩადის და ფერმერს ესაუბრება, მისი განცხადებების ფონზე, რომელიც „ბორჯომისა" და ქართული ღვინოს თაობაზე აქვს გაკეთებული. ასეთი კოლექტიური გვარამიების რეგიონებში გასვლა ისეთივე კრახისთვის არის განწირული, როგორც რევოლუციის ხუთი მცდელობა რომ ჰქონდათ", - განაცხადა გორდულაძემ.
ავტორ(ებ)ი :