ირაკლი ქადაგიშვილი - გერმანიის ელჩი ვერ ხვდება, რომ საქართველო არავისთან შეერთებას და გადაჯიშებას არ აპირებს, ქართველები ვართ და ქართველებად დავრჩებით 03.06.2026 16:58

სამწუხაროდ, გერმანიის ელჩმა მოახერხა ის, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში რადიკალურაც ნეგატიური როლი შეასრულა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გერმანიის ელჩმა გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში ქსენოფობიური განცხადება გააკეთა.

 

„რატომღაც საქართველოში მუშაობის პერიოდში იმ დასკვნამდე მივიდა, თურმე საქართველო ეძებს, ვინ გახდეს, რუსი, აზერბაიჯანელი, ფრანგი თუ? იმასაც ვერ ხვდება, რომ საქართველო არავისთან შეერთებას და გადაჯიშებას არ აპირებს. ქართველები ვართ, ქართველებად დავრჩებით. მისი მხრიდან საქართველოს ისე აღქმა, რომ სომხეთი უნდა გახდეს, აზერბაიჯანი ან თურქეთი, მისი ქსენოფობიური აზროვნების გამოხატულებაა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა: „ზოგიერთმა ქართველმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება, სხვები ამბობენ, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს, ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ