03.06.2026 17:01
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის.
მისი თქმით, უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა უნგრელი ხალხის ერთგულება ევროპული ღირებულებების მიმართ.
„თქვენთან ერთად, როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის, ახალი ერა იწყება. თქვენმა არჩევნებმა აჩვენა უნგრელი ხალხის მტკიცე ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც თქვენ ასრულებთ ევროკომისიასთან და სხვა რამდენიმე ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოთ კანონის უზენაესობისა და კავშირის ფუნდამენტური ღირებულებების სრული პატივისცემა უნგრეთში", - განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ, მადიარმა მადლობა გადაუხადა მაკრონს მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთი და საფრანგეთი კონსტრუქციული პარტნიორები იქნებიან.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტი 23 ოქტომბერს ბუდაპეშტში მიიწვია.
ავტორ(ებ)ი :