ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტები გაერთიანებაა - ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაზე​ 03.06.2026 22:30

 

"გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში ოპოზიციურ ალიანსზე და იქ არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი შეფაებით, ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილის "ყოფილი მონების და ლილიპუტები გაერთიანებაა".

რაქვიაშვილის განცხადებით, ასეთი უცნაური გაერთიანების შიგნით კონფლიქტი სრულიად გასაგებია და მათი ბედი ისე განვითარდება, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს.

"ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტები გაერთიანებაა. როცა მოუნდება მაშინ შეუძლია ჩაძიროს ეს ხალხი, ან არ ჩაძიროს. მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული რა გააკეთოს ამის თაობაზე - გააგრძელოს ივანიშვილთან დაპირისპირება თავის მოღალატეებთან ერთად თუ მოიშოროს. ხან ერთ გზას ადგება, ხან მეორეს. მე რადგან ვერ ჩავძვრები მის თავში, არ ვიცი რა ბედი ელის ამ ალიანსს. მაგრამ, ასეთი უცნაური გაერთიანების შიგნით კონფლიქტები რომ იქნება ისედაც გასაგებია. ბოლოს და ბოლოს, ამ ხალხს ერთმანეთზე ისეთები აქვს ნათქვამი, რომ საერთოდ ერთ ოთახში როგორ არიან ისიც კი მიკვირს. მაგრამ, რადგან ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილის ხმების გაყოფის ალიანსია და მათ არც განსაკუთრებული იდეა გააჩნიათ და არც რაიმე მიზანი, გარდა იმისა, რომ ისევ მიხეილ სააკაშვილის ხარჯზე იარსებონ პოლიტიკაში, მგონია, რომ საბოლოო ჯმაში, ყველაფერი მიხეილ სააკაშვილზე დგას. როგორც გადაწყვეტს ისე იქნება, მე ამაზე არც გავლენა მაქვს და არც დიდი ინტერესი", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ