05.06.2026 13:42
ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გაერო-ში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, კვენტინ ვაილერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთობლივ განცხადებას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს მხარდაჭერას ეხება, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ასევე ანდორა და სან მარინოც შეუერთდნენ.
„მაქვს პატივი, გამოვიდე ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების სახელით. ამ განცხადებას ასევე უერთდებიან ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე ანდორა და სან-l მარინო.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოში მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის მოგვარების მხარდაჭერისადმი, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის მიმართ, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის მიმართ საქართველოში. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული მუდმივი ჰუმანიტარული გამოწვევების გამო. ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, უზრუნველყონ სრული, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა ამ მოსახლეობის დასახმარებლად, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში. ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით შეახსენებს მხარეებს, რომ ჰუმანიტარული დახმარება გათვალისწინებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით.
ევროკავშირი კვლავ გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობისთვის არსებული სხვადასხვა დაბრკოლების გამო, რომელთაგან ბევრი კონფლიქტის გამყოფ ხაზებს მიღმა მშვიდობის მშენებლობის პროცესშია ჩართული. შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს ამ დაბრკოლებების მოხსნისკენ, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა სრულფასოვნად შეძლონ საქმიანობა.
ევროკავშირი ხაზს უსვამს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებას, თავად აირჩიონ გრძელვადიანი გამოსავალი, მათ შორის დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში, ასევე სრულად ისარგებლონ საკუთრების უფლებით. ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს, რომ ამ ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის მიღწეული და შეახსენებს მხარეებს, რომ ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხების განხილვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამიტომ ევროკავშირი მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, ჩაერთონ გულწრფელ დიალოგში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მომხდარი იძულებითი გადაადგილებების სხვადასხვა შემთხვევის შესახებ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილობრივი დაბრუნების საკითხზე. ამ დიალოგმა ასევე უნდა განიხილოს დაბრუნებული პირების დაცვის გაძლიერების გზები და ხელი შეუწყოს შემდგომ დაბრუნების პროცესს.
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი და ხელი შეუწყოს მათ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნამდვილი ინტეგრაცია ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს და მხოლოდ ხელისუფლების მუდმივი ერთგულებისა და რესურსების მობილიზების პირობებშია შესაძლებელი, განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ შემცირდეს არსებული უთანასწორობა დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებს შორის. შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია უფრო ღრმად ასახოს ეროვნული განვითარების გეგმაში და გააძლიეროს ძალისხმევა ცხოვრების პირობებისა და საარსებო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე", - აღნიშნა გაერო-ში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საქართველოს რეზოლუციას 2026 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
ავტორ(ებ)ი :