შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა გაერო-ში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა 05.06.2026 14:11

მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაერო-ში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა, ჰყავს 107 მხარდამჭერი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია თავშეკავებულთა რაოდენობის სტაბილურად დატოვება, უარყოფითისკენ რომ არ შეიცვალოს.

 

„თავისთავად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანია, თუმცა, სამწუხაროდ, იმედები, რაც საერთაშორისო სამართლის, წესებზე დაფუძნებული სამართლის, საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ, დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტების გადასაწყვეტად, მაგრამ, მეორე მხრივ, ინდივიდუალურად, თავად სახელწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ