05.06.2026 17:52
„რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ 11 ივნისს, ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს.
როგორც იოზვიაკი წერს, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რადგან საქმე უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას შეეხება.
„ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას განიხილავენ. ევროკომისია თავის ყოველწლიურ სავიზო ანგარიშს დეკემბერში წარადგენს, ხოლო იანვარში ევროკავშირის წევრებს გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ", - წერს იოზვიაკი.
ავტორ(ებ)ი :