საქართველოს საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება 05.06.2026 22:39

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრაში საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

„ევროკავშირის სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ