ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს 06.06.2026 17:40

ყველაფერი ნათელია, ვხედავთ ცუდ და მძიმე ტენდენციას, რაც ევროკავშირშია. ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისათვის იყენებს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გარკვეული საკითხებია, რომლებზეც საქართველოს ის პოზიცია ვერ ექნება, რაც შეიძლება, ევროკავშირის გარკვეულ წარმომადგენლებს უნდოდეთ.

 

„ტექნიკური ხასიათის შეხვედრებია, რომლებიც შეიძლება, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდეს და ემსახურება იმას, რომ საქართველოზე გარკვეული ზეწოლა მოახდინონ. გარკვეული საკითხებია, რომლებზეც საქართველოს ის პოზიცია ვერ ექნება, რაც შეიძლება, ევროკავშირის გარკვეულ წარმომადგენლებს უნდოდეთ, ანუ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მთლიანად შეერთება. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ რუსეთს უნდა დავუწესოთ სანქციები, სავიზო რეჟიმები. ევროკავშირიდან გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ უვიზო რეჟიმები ჩინეთთან, რუსეთთან და ასე შემდეგ. ისეთ შეზღუდვებს გვიწესებენ, რაც ევროკავშირის პირდაპირ ინტერესში არ შედის და საქართველოს ინტერესში ხომ საერთოდ არ შედის. ყველაფერი სწორედ ზეწოლისათვის კეთდება. ამ ომის განმავლობაში, როდესაც საქართველომ თავისი ეროვნული ინტერესების დაცვა დაიწყო, ევროკავშირის სტრუქტურებში ვიღაცები სწორედ ამას არ გვპატიობენ. სწორედ აქედან გამომდინარეობს საქართველოზე ასეთი გაუთავებელი ზეწოლები", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კითხვაზე, რა განსხვავებაა მოსკოვსა და ამ ზეწოლას შორის, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ „რუსეთსაც არ მოეწონა სომხეთის პოლიტიკა და სანქციები დაუწესა. აქაც რაღაც არ მოსწონთ და გვეუბნებიან, სანქციას დაგიწესებთ უვიზო რეჟიმის გაუქმების სახითო. ამას, რეალურად, ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ