,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი 06.06.2026 21:27

ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე ვერ გაბედა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები".„ეს იყო გაბედული რეფორმები, რომლებიც სასამართლოსა და მოსამართლეების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. შეიძლება ზოგიერთი მოსამართლე სასამართლოში არ მომწონდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მე და თქვენ რა მოგვწონს, მთავარი ის არის, რომ ეს მოსამართლეები დღეს მოსაწონ ან ვინმესთვის მოუწონარ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, ისინი არიან ჩემგან და ჩემნაირებისგან (პოლიტიკოსებისგან) დამოუკიდებელი.ჩვენ თვითონ, მინისტრებს, ხელისუფლებას წაგვიგია და ვაგებთ დავებს, რაც არნახული იყო ადეიშვილისა და სხვების ხელისუფლების პირობებში. ის ხარვეზები, რომლებიც ბევრ სხვა უფლებაზე აისახება, გამოსასწორებელია. მაგრამ ამაზე არ საუბრობს ოპოზიცია, ოპოზიცია ყვირის ქუჩაში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის პრობლემაა, რომ ისინი მოწინააღმდეგეს არ უსმენენ 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ