07.06.2026 18:03
ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება, სახელისუფლებო გუნდისთვის პოლიტიკური უპრინციპობა და შიდა გავლენებისთვის ბრძოლაა.
"ხალხის ძალის" ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ზიზღის გარეშე საუბარი, შესაბამისად, მათი ფსევდო ერთობა, რის დაკვეთასაც იღებენ გარედან, საბოლოოდ ვერ ხორციელდება.
"არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე. ეს არის ქვეყანასთან, ხალხთან, ხელისუფლებასთან და ერთმანეთთან დამოკიდებულებაშიც. ამ რადიკალებს სხვანაირად არ შეუძლიათ.
ყველას ჰგონია, რომ არის სუპერ ვარსკვლავი, ჰგონია, რომ თავად უნდა იყოს ლიდერი და დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში, ამიტომ, ყველა მათი ფსევდო ერთობა, რის დაკვეთასაც იღებენ გარედან, საბოლოოდ ვერ ხორციელდება ხოლმე, იმიტომ, რომ პიროვნული ამბიციები ყოველთვის გადასძალავს, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც ერთმანეთზე ამბობენ, არის სიმართლე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ავტორ(ებ)ი :