სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება 07.06.2026 20:09

 

სტამბოლში 8 ივნისს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ