10.06.2026 11:46
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს, ლუიზიანას შტატში მდებარე უინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის შეტყობინების თანახმად, საქართველოს მოქალაქე, ართმელაძე უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ABC News-ის ცნობით, ამის შესახებ უწყებამ კანონმდებლებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა.
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე ექიმმა მამუკა ართმელაძე გარდაცვლილად გამოაცხადა", - ნათქვამია შეტყობინებაში.
ართმელაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია და ექსპერტიზის შედეგად გაირკვევა.
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ინფორმაციით, ართმელაძე თებერვალში ახალ ორლეანში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ოპერაცია მიმართული იყო „კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნეოდა".
„აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა ართმელაძე მას შემდეგ დააკავა, რაც დადგინდა, რომ მას არ ჰქონდა შეერთებულ შტატებში კანონიერი სტატუსით დარჩენის უფლება", - აცხადებენ უწყებაში.
ABC News-ის ცნობით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრებში გარდაცვალების შემთხვევების ზრდა იმ ფონზე ხდება, როდესაც კანონმდებლები და მიგრანტთა უფლებების დამცველები სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ დაკავების ცენტრებში არსებულ პირობებს.მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდება", - განაცხადა ICE-მა.
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ნიუ ორლეანში თებერვალში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც „მიმართული იყო კომერციული ავტომობილების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ".
ABC News-ი წერს, რომ მამუკა ართმელაძე 50-ე ადამიანია, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეორე ვადის განმავლობაში ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა.
ავტორ(ებ)ი :