11.06.2026 12:04
„ნაციონალურ მოძრაობას" გაცხადებული პოზიცია აქვს, ვართ „ალიანსში" და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ მუშაობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რა არის ერთობის ფასი რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ.
„ალიანსთან დაკავშირებით მე რა სათქმელიც მქონდა, ყველაფერი ვთქვი. რაც შეეხება „ალიანსში" ვრჩებით თუ არ ვრჩებით, ჩვენ გაცხადებული პოზიცია გვაქვს, ვართ „ალიანსში" და ჯერჯერობით არ ვაპირებთ არსად წასვლას, ვაგრძელებთ მუშაობას. „ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო ერთობის მომხრე, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამ საკითხში „ნაციონალური მოძრაობა" არის მყარი და ყოველთვის ასე იქნება. ამ პრტიამ ზუსტად იცის, რა არის ერთობის ფასი რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ანა წითლიძემ.
ავტორ(ებ)ი :