ნიკა გვარამია საბოტაჟის საქმეზე - დღევანდელი სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა - იქნება შიდა ვაჭრობა, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ არა ახალი არჩევნებით, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით 11.06.2026 13:45

 

კიდევ ერთხელ აკეთებს „ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა: პოლიტიკურ პატიმრებს, ანუ მძევლებს, აგროვებს და დასავლეთს ევაჭრება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ, სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ნიკა გვარამიას შეფასებით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო, ბრალდებულების წინააღმდეგ ბრალდების შესაბამისად, სხვადასხვა ვადის განაჩენს დააყენებს.

„დღევანდელი სხდომა შემთხვევითი არ არის, ეს ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა. იქნება შიდა ვაჭრობა, რომელიც „ქართული ოცნების" სურვილს უკავშირდება, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს, არა ახალი არჩევნებით, უკვე თავისი პირობებით ჩატარებული არჩევნებისაც ეშინია, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით",- განაცხადა გვარამიამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ