ნიკა გვარამია: „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციურ ალიანსში“ ამ ეტაპზე ფორმალურადაა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში 11.06.2026 13:53

 

„ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე ფორმალურად არის ალიანსის წევრი და ალიანსის საქმიანობაში არ მონაწილეობს.

„არის, რამდენჯერ უნდა ითქვას, რომ არის, მაგრამ ფორმალურადაა ამ ეტაპზე. მისი გადაწყვეტილებაა, მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში. ალიანსი ხომ არ არის ფურცლის ორგანიზაცია, თუმცა არსებობს ფურცელზეც, მაგრამ რეალობაში რაც ხდება, იმაში მონაწილეობას თუ არ იღებ, როცა არ დადიხარ სხდომებზე, არ მონაწილეობ გადაწყვეტილების მიღებაში, არც მიტინგის და დემონსტრაციის ორგანიზებაში, მაშინ ეს არის წევრობა? თუ ამას თვლით წევრობად, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა" არის ალიანსში", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება ანა წითლიძის განცხადებებს, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ანა წითლიძესთან ბრალდებების და პასუხის რეჟიმში გადასვლას არ აპირებს და ეს არც არასდროს მოხდება.

„ნაციონალურ მოძრაობაში" მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით კი გვარამია აღნიშნავს, რომ სხვა პარტიაში მიმდინარე პროცესებზე კომენტარს არ გააკეთებს.

„მე არ ვერევი და კომენტარს არ ვაკეთებ სხვა პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებზე, თუ, რა თქმა უნდა, აქეთ არ არის ხოლმე თავდასხმები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ