კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა 13.06.2026 13:22

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს მიდგომა აიხსნება იმით, რომ ქართველ ხალხს ვერ პატიობენ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას.

 

„მსოფლიოში ბევრი ერი და ქვეყანაა, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო დიდი ეკონომიკით. საქართველო, სადაც დაახლოებით ოთხი მილიონი მოსახლეობაა, ნამდვილად გამორჩეულია და განსაკუთრებულია თავისი ხასიათით, რაც ვერც ერთმა ევროპელმა, სამწუხაროდ, ვერ გაიაზრა. ამის ახსნა ის არის, რომ ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმას, რომ ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ იმას, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია და არავის ვაძლევთ შესაძლებლობას, საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ