13.06.2026 22:52
„ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, მთავრობას სურს, რომ შესრულდეს შეთანხმება, რაც დაიდო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის.
„ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს. ჩვენ გვინდა, რომ ის შეთანხმება შესრულდეს, რა შეთანხმებაც დაიდო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით გრძელვადიანში დასტაბილურება მაინც და მოკლევადიან პერსპექტივაში მინიმალური შეღავათი მაინც იყოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორ(ებ)ი :