გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანთა მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ, იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 15.06.2026 15:28

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ, იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანების მიმართულებით, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის შვედეთის მთავარი გზავნილი იმ ქართველებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იბრძვიან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სტენერგარდმა ასე უპასუხა:

 

„შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო. თუმცა კვლავ გავაგრძელებთ იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებსაც სურთ, რომ ევროპის ნაწილი იყვნენ".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ