დონალდ ტრამპი - რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს, რვა ომი მოვაგვარე, ამის მოგვარება ყველაზე ადვილი მეგონა, ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა 16.06.2026 17:23

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის" სამიტზე განაცხადა.

„მისმინეთ, რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს. რუსეთმა უზარმაზარი რაოდენობის ხალხი დაკარგა, ასევე უკრაინამაც. გასულ თვეში მათ ერთად 35 000 ჯარისკაცი დაკარგეს. დაფიქრდით ამაზე. ეს ყოველთვიურად საშუალოდ 25 000 ადამიანია, ძირითადად ჯარისკაცები, ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. და ვნახოთ, როგორ მოხდება ეს. კვირას პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე. და ეს დაახლოებით იგივეა. ისინი უბრალოდ განაგრძობენ ბრძოლას, კარგავენ ჯარისკაცებს, კარგავენ ამდენ ჯარისკაცს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა. რვა ომი მოვაგვარე, ეს იყო ის, რომლის მოგვარებაც ყველაზე ადვილი მეგონა. ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ არაფორმალური შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საფრანგეთში, სადაც „დიდი შვიდეულის" სამიტი იმართება და აღნიშნა, რომ დღეს მოგვიანებით მასთან კიდევ ერთხელ გამართავს მოლაპარაკებებს.

მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ, ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამმხრივი არაფორმალური შეხვედრა გამართეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ