19.06.2026 01:41
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის რიგით 35-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი დენ ჯარვისი მასპინძლობენ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით ასევე გამოვიდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი.
შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და სამხედრო დახმარების საჭიროებებზე იმსჯელეს.
რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო, გერმანიასთან ერთად, უწევს კოორდინაციას", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :