"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს დავარქმევდი მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს, "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება"-ირაკლი კირცხალია 19.06.2026 17:24

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში" რაც ხდება, ისევ კომედიურ ჟანრში მივდივართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

 

კირცხალიას თქმით, სააკაშვილის თითოეული განცხადება კომიკური ჟანრიდანაა.

 

„პარტიაში მიმდინარე პროცესებს ასე დავარქმევდი მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს და ერთ-ერთ სერიალს - „ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება". ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება, ამას საზოგადოება ნახავს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, მისი განცხადებების შეფასება უფრო კომიკურ ჟანრშია. ეს ადამიანი არის სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი, რისთვისაც სასჯელს იხდის. სააკაშვილი და მორალი განსხვავებული ცნებებია, ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი შემოქმედის, „ნაცმოძრაობის" სულიერი მამის ერთ-ერთი ბოდვა. მიშა სააკაშვილი საკანში რა სიზმარს ნახავს, თავში რა მოუვა, ხან ამერიკით დაგემუქრება, ხან სხვა ქვეყნით, დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ, შეიძლება, რუსი აღმოჩნდეს, მაზეგ კი, შეიძლება, მისი დიდი ბაბუა ფლორიდიდან იყოს. მისი თითოეული განცხადება კომიკური ჟანრიდანაა", - აღნიშნა კირცხალიამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ