საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - თანამშრომლობის განმტკიცება ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების 20.06.2026 10:42

სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის თანმიმდევრულად განმტკიცება ორივე ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება, მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემომალი რახმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.

 

კომუნიკეში ყურადღება გამახვილებულია 19-20 ივნისს ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე.

 

„ნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში გამართული მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ვიზიტის მნიშვნელობა, რომლითაც ახალი გვერდი გადაიშალა ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში.


ეყრდნობიან რა ორი ქვეყნის ხალხებს შორის მტკიცე ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს და ითვალისწინებენ ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ" 1994 წლის 4 აგვისტოს ოქმის ურღვეობას, დარწმუნებულნი იმაში, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის თანმიმდევრულად განმტკიცება ორივე ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება, და ასევე ესწრაფვიან პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას და თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომელთა წევრებიც არიან ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო, მხარეები აცხადებენ შემდეგს: ტაჯიკეთის რესპუბლიკამ და საქართველომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები და ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებისა და გაფართოებისთვის მტკიცე მზადყოფნა გამოხატეს. სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტის პატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებით, თანმიმდევრულად განავითარებენ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

 

მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ტაჯიკეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ