20.06.2026 10:59
მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას გაერო-ს, ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემომალი რახმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას გაერო-ს ქარტიის მიზნებისა და პრინციპების მიმართ და აღიარებენ მის უალტერნატივო ცენტრალურ როლს.
„მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების მიმართ, მათ შორის, ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კიბერდანაშაულისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნულია კომუნიკეში
ავტორ(ებ)ი :