24.06.2026 16:12
ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი" „ნაცების" და ახალი „ნაცების" დაპირისპირება, საგიჟეთი აქვთ. ძველები აჯანყდნენ, ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ თავი გამოვიჩინოთ ბელადის კარზეო. ბელადი თან ახალზე დებს ფსონს, ახალი სახე ნანულა შემოიყვანა პოლიტიკაში და ჩემი „ბოკუ" ჩააჩოჩა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, „ბოკუჩავას რაც შეეძლო, აკეთებდა".
„რაც არ შეუძლია რატომ უნდა მოსთხოვო ამ ქალბატონს?! განცხადებებს აკეთებდა?! აკეთებდა. დადიოდა და აშავებს ჩვენა ქვეყანას?! აშავებდა. ბრალს დებდა არასწორად ჩვენს ლიდერებს?! ბრალს დებდა. ამას აკეთებენ დანარჩენი „ნაცებიც" და რატომ დაიწუნეს ვერ ვხვდები. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ამ რადიკალებში და უცხო ქვეყნის დაფინანსებულ ორგანიზაციებში რა პროცესი მიმდინარეობს, უბრალოდ სახალისოა. ასე დაემართება ყველა იმ ჯგუფს, „ფანჩატურს", რომელიც გაერთიანებულია უცხო ქვეყნის დაკვეთით. უცხო ქვეყნის დაფინანსებით არიან ასე შეკოწიწებულები და ყველას, რომ ჰკითხო ლიდერია თავისი ჭკუით. გიჟი იქიდან იქაჩება ბელადობას არ თმობს. ჩერგო ვის დაუთმობს, ძლივს მოახტა, მაგიდის თავში დაჯდა და ახლა იმას დათმობს? არა. ბარამიძესაც ამბიციები აქვს, ბოლო-ბოლო ბარამიძეს ერთხელ მაინც ხომ უნდა ენდოს პარტია. არიან ამ გაუგებრობაში და აჯაფსანდალში.
ეს პროცესი, რაც მიმდინარეობს ამით კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, როგორი არ უნდა იყოს პარტია და პოლიტიკოსი. როგორი არ უნდა იყვნენ ადამიანები, საკუთარი ქვეყნის გაშავებას, რომ ცდილობენ. პროცესია, დაიწურებიან, დასუსტდებიან და შემდეგ პოლიტიკური არენიდან საერთოდ გაქრებიან", - განაცხადა ზარქუამ.
ავტორ(ებ)ი :