ნიკოლოზ სამხარაძე – ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები 24.06.2026 16:47

ალან ბერსე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მას არ სურს საქართველოს იზოლაცია. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რათა საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, თუმცა ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გვაქვს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ეს პოზიცია ყველამ იცის.

„როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა განგვიცხადებია. ზუსტად იმას ვეუბნებით მათ, რასაც თქვენ - ჩვენ არ დავბრუნდებით იქამდე, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული საქართველოს დელეგაციის მანდატები. ამ მანდატების აღიარება სწორედ 2025 წლის იანვრის რეზოლუციის გაუქმებით უნდა მოხდეს", - განაცხადა სამხარაძემ.

ცნიბისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ განაცხადა: „საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ