გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს 26.06.2026 20:05

 

რა რადიკალიზმზე და სიძულვილის ენაზეა საუბარი, ძალადობაზე სხვას მიუთითებენ, თავად კი არიან გავეშებული, მოძალადე რადიკალები, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" წევრები მზად არიან, „ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი შეჭამონ".

„ხალხმა პირდაპირ ნახა და ყველასთვის ცხადი ხდება. რა რადიკალიზმზე და სიძულვილის ენაზეა საუბარი, ძალადობაზე სხვას მიუთითებენ და თავად არიან გავეშებული, მოძალადე რადიკალები. მზად არიან, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი „შეჭამონ". არ ვიცი, ვინ დაიწყო, ტრიბუნაზე ვიდექი, რამდენიმე წამით ადრე იყო დაწყებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, გიგა ფარულავას დაესხნენ თავს. შევწყვიტე გამოსვლა, დარბაზში მივედი და იქ გაგრძელდა სასტიკი ჩხუბი. პრემიერ-მინისტრი რომ გქვია, პარლამენტში რომ ხარ მოსული წლიური ანგარიშით, ამას როგორ უშვებ, ეს როგორ უნდა დაუშვა, რა თავმოყვარეობაზეა ლაპარაკი. ძალადობაზე ნება აქვთ მიცემული, რაც უნდათ, აკეთონ. რუსული სიტყვაა, რომელსაც არ აქვს კარგი ქართული ანალოგი „ბესპრედელია". ჩვეულებრივი განუკითხაობა. რომ ჰკითხო, ხელისუფლება ჰქვია და რაღაც სტრუქტურებს წარმოადგენენ. კობახიძეს ერთგულებას უმტკიცებენ ჩხუბით და მუშტებით? ერთ ჩემს გადამეტებულ სიტყვას ვერ ნახავთ, არ ვიცი, დარბაზში რა ხდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც გიგა იკადრებდა ისეთს, რასაც შეიძლება, ჩხუბი მოჰყოლოდა. თქვენ იცით ჩვენი გუნდის ესთეტიკა. როგორც კი მწარე სიმართლეს ეუბნები, წყობიდან გამოდიან", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

„კაცობაზე და ვაჟკაცობაზე ხომ გველაპარაკებიან, სადაური წესია 89-12-ის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული. ვაპირებთ, სამართლებრივი რეაგირება მოვითხოვოთ. აბა, რას ვიზამთ, ამას ასე ხომ არ დავტოვებთ. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას. გადავხედავთ და ვნახავთ, ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თუ ვინ დაიწყო ძალადობა. ომს თუ გამოგვიცხადებენ და გვეტყვიან, მოდით, ვნახოთ, ვინ უფრო მაგარია, ვინ მოერევაო. ჩხუბი მორევაზეა და კი ბატონო, გვეცოდინება ჩვენც, რომ საჩხუბრად შემოვედით პარლამენტში და არა პოლიტიკური სიტყვისთვის, განსხვავებული აზრის სათქმელად. ეს არის სამწუხარო რეალობა. დღესვე შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ