შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოში ვიმყოფებით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების განსახილველად 29.06.2026 16:18

მოხარული ვარ საქართველოში კიდევ ერთხელ დაბრუნებით, რადგან ჩვენ აქ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების განსახილველად ვიმყოფებით, - ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტმა, სოფია ვულტეფსიმ განაცხადა.

 

„ირაკლი მეზურნიშვილმა და ყველა ჩვენმა მეგობარმა საქართველოდან ძალიან კარგი სამუშაო გასწიეს ხელოვნური ინტელექტის ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. რამდენადაც საბერძნეთი მასპინძლობს მომდევნო საპარლამენტო სესიას ათენში, ჩვენ მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ ყველას და ჩვენს ქართველ მეგობრებს პარლამენტიდან, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე. ირაკლი მეზურნიშვილს მოუწია ყოვლისმომცველი მუშაობა. ვიმედოვნებ, ნოემბერში საბერძნეთში როდესაც ჩამოხვალთ, ჩვენ სიხარულით გიმასპინძლებთ ჩვენი ბერძნული სტუმარმასპინძლობით, რომელიც ქართულს ჰგავს", - განაცხადა სოფია ვულტეფსიმ.

 

ცნობისთვის, საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მასპინძლობს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას. PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელია ირაკლი მეზურნიშვილი. თბილისში დაგეგმილი გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ