29.06.2026 21:07
საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იმ ევროკავშირისკენ უნდა მიდიოდეს, რომელზეც ევროპა აშენდა.
„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციების და რასაც ღირსებას ვუწოდებთ, იმის შენარჩუნებით და არა მის ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :