30.06.2026 15:52
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის ვადით აირჩიეს.
როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის აქტიური მუშაობისა და საერთაშორისო ნდობის აღიარებას წარმოადგენს.
„PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი არჩევა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ასამბლეის საქმიანობის დაგეგმვასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მზად ვარ, უკვე როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ხელი შევუწყო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმებში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და მის მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :