30.06.2026 17:13
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრები გამართა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან, უორენ დევიდსონთან და ბრაიან ბაბინთან.
ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა და ფინანსური სერვისების კომიტეტების წევრია. ბაბინი, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარეა.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„საუბარი ასევე შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის აღინიშნა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა და მის ფარგლებში საქართველოს როლი. თამარ ტალიაშვილმა გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერის გამო", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :