30.06.2026 23:28
ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები როცა გაყალბდა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს ნიშნისმოგება დაუწყეს, ვის მეტი ხმა დაუწერა დიქტატურამ, ხალხიც არ გამოვიდა არჩევნების შედეგების დასაცავად.
„პარტიები გადაიქცა ბიზნესპროექტებად. რა არის საფრთხე ბიზნესპროექტის? ის, რომ ყოველთვის არის ალბათობა ასეთი პარტიის მფლობელები თავისი მერკანტილური ინტერესების გამო, რაღაც ეტაპზე დიქტატურას გაურიგდნენ და მთავარი ფული აღმოჩნდეს, ვინაიდან ჩადებულ ფულს სჭირდება მისი ამოღება მოგებით.
ოპოზიციამ უარი თქვა გაერთიანებაზე და გამოაცხადა, რომ ივანიშვილი მაინც ვერ გააყალბებს. შესაბამისად, როცა არჩევნები გაყალბდა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს ნიშნისმოგება დაუწყეს იმით, ვის მეტი ხმა დაუწერა დიქტატურამ, ხალხიც არ გამოვიდა არჩევნების შედეგების დასაცავად. ასევე, ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ - ქალი, რომლის არჩევა მოხდა ძალადობით, მოსყიდვით, გაყალბებით და ის თავიდანვე იყო არალეგიტიმური, რომლის დანიშვნა ამ პოსტზე მოხდა რუსეთის მითითებით, ვინაიდან ზურაბიშვილმა მანამდე დიდი საერთაშორისო კამპანია ჩაატარა საქართველოს ომში დადანაშაულებით და შესაბამისად, უზარმაზარი დახმარება გაუწია ჩვენს დამპყრობლებს. გაიხსენეთ, მისი პოსტები მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე, საქართველოს მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებზე და ეს სრულად დააიგნორეს ოპოზიციონერებმა, რომლებიც სრულიად ყალბ ხბოს აღტაცებას გამოხატავდნენ, მაშინ ზურაბიშვილის ფიგურით", - განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :