დღე: 19

ღამე: 7

USD 2.7384

EUR 2.8548

„ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნება აუცილებელი ხდება!“ 14.06.2020 00:46

ლევან მამალაძე, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი:

 

ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე დაბრუნება აუცილებელი ხდება! დროულად უნდა ჩამოვიდეს ვაშინგტონში, შეხვდეს პრეზიდენტ ტრამპს და დაარწმუნოს როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი ლიდერები, რათა საქართველო აარიდოს მორიგ დესტაბილიზაციას! დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში აშშ, მითუმეტეს საქართველოსა და მზგავსი პატარა ქვეყნების მიმართ ფლობს ლეგიტიმაციის ბერკეტს. ამერიკამ საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად გაიხადა და არავის არ უნდა გაგვიკვირდეს კონგრესმენებისა და სენატორების აქტიურობა საქართველოს საკითხების შეფასების ან მოგვარების კუთხით. ან ის, რომ ელჩი წყვეტს ისეთ საკითხებს, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს კომპეტენციას უნდა განეკუთვნებოდეს. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და შიდა პოლიტიკური დაპირისპირება იმაზეა აგებული თუ ვინ უფრო აქტიურად იმუშავებს აშშ-ს პოლიტიკურ ესტაბლიშმენტთან და მის სტრუქტურებთან.

 

აშშ-ს რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს მეტად საგულისხმოა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაფიქსირებული პოზიცია კი საგანგაშოდ მიმაჩნია. ეს ფრაზები მიშას მიერ მრავალგზის გაჟღერებული ტექსტის გამეორებას გავს. სააკაშვილი დიდ თანხებს ხარჯავს, ქირაობს ლობისტურ კომპანიებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური ბალანსი შეარყიოს და სათავისოდ მოირგოს. ის რომ კონგრესმენების დარწმუნებას ოპოზიცია ახერხებს, გარკვეულწილად სამთავრობო გუნდის არაეფექტური მუშაობის შედეგია. საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკურ მოვლენას ოპოზიცია უკეთებს გენერირებას. გამოქვეყნებული ანგარიშიც ამის ნაწილად მიმაჩნია. შემაშფოთებელია ის რომ აშშ-ს ოფიციალურ სტრუქტურებს არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ კონგრესმენთა ხსენებული ანგარიში არ ეყრდნობა და არ ასახავს ამერიკის ოფიციალურ პოზიციას. თუმცა კონგრესმენებთან ურთერობისას არერთხელ მომისმენია საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის მიმართ კეთილგანწყობა. როგორც ჩანს, სწორედ აქ, ოკეანის გამოღმა ყალიბდება გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მიწოდებულ ცრუ ინფორმაციაზე ოპოზიციის სასარგებლოდ რეაგირებს. ეს ფაქტი, საქართველოში დღევანდელ ვითარებაზე და მოახლოებულ არჩევნებზე მოახდენს მათთვის სასურველ ზეგავლენას. არ არის გამორიცხული, რომ ამან გაამწვავოს სამოქალაქო დაპირისპირება და ქვეყანა დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს. თუ გავიხსენებთ, მზგავსი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა საქართველოში.

 

იმისათვის, რომ ოპოზიციას გამეოცალოს ამერიკაში საქართველოს თემით მანიპულირების საშუალება, კარგი იქნებას ბიძინა ივანიშვილმა თვითონ მოკიდოს ხელი ამ პრობლემის მოაგვარებას მით უფრო, რომ ხსენებული ქმედებები მიზნად ისახავს ივანიშვილის პოლიტიკიდან გამოთიშვას! ამ ვითარებაში სასურველია ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტს დაუბრუნდეს, რაც მას შესაბამის სტატუსს მისცემს და გაადვილებს ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობას. დროულად უნდა ჩამოვიდეს ვაშინგტონში, შეხვდეს პრეზიდენტ ტრამპს, სახელმწიფო სტრუქტურებს, რესპუბლიკელ და დემოკრატიულ პარტიათა ლიდერებს. მათ მიაწოდოს დასაბუთებული, სიმართლეზე დაყრდნობილი სწორი ინფორმაცია და გააღრმაოს აშშ-სთან მრავალმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები. ბიძინა ივანიშვილმა თვითონ უნდა დაარწმუნოს ამერიკა თანამშრომლობის ახალი ეტაპის ჩამოყალიბებაში და ქვეყანა აარიდოს მორიგ დესტაბილიზაციას. ამით ქართველ ხალხს მიეცემა თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება.

 

გიორგი გახარიას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია პრემიერობა. მან სახელმწიფოს ინტერესების დაცვის პროფესიონალიზმისა და პრინციპულობის უნიკალური თვისებები გამოავლინა. გახარიას პარტიის ლიდერად არჩევა ვფიქრობ დადებითი შედეგის მომტანი იქნება მოახლოვებულ არჩევნებში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ