გაიყოფა, თუ არა, ავსტრალია ორად? 10.12.2020 17:57

ავსტრალიის პარლამენტის წევრი ბობ ქათერი ქუინსლენდის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. დეპუტატი აცხადებს, რომ მოვიდა დრო, ქუინსლენდის რეგიონი, მილიონამდე მოსახლეობით, ავსტრალიას გამოეყოს და სუვერენული სახელმწიფო გახდეს.

 

დეპუტატი აცხადებს, რომ ქვეყნის დანარჩენი ნაწილი გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩრდილოეთი. იმ ბუნებრივი წიაღისეულისა და რესურსების პირობებში კი, რაც ქუინსლენდს გააჩნია, დამოუკიდებლობისა და სწორი მართვის პირობებში, შეუძლია ძალიან მდიდარი და წარმატებული სახელმწიფო იყოს.

 

პოლიტიკოსი რეფერენდუმის ჩატარებას 2024 წლის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების დროს ითხოვს. ბობ ქათერის თქმით მოქალაქეებს უნდა ჰკითხონ, უნდათ თუ არა ქუინსლენდი ტერიტორიად გამოცხადდეს, რაც დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

 

ბობ ქათერის ინიციატივას მხარი ქალაქ თაუნსვილის მერმა ჯენი ჰილმა დაუჭირა.

ავტორ(ებ)ი : Sputnik

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ