ბადრი ჯაფარიძე - პარტიამ გადაწყვიტა, რომ გამოიწვიოს სია და უარი თქვას მანდატებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგზე უარს ვამბობთ 10.12.2020 18:02

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელოს“ მიერ საპარლამენტო სიის გამოწვევა „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგზე უარის თქმას არ ნიშნავს.

 

როგორც ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებაა.

 

„ახლა გვაქვს მოცემულობა, როდესაც მხოლოდ ერთი პარტია აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების ნამდვილობას, ესაა „ქართული ოცნება“. ყველა ოპოზიციური პარტია ცალსახად აცხადებს, რომ არჩევნები დიდი დარღვევებით ჩატარდა და თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, შემდგომ არჩევნებსაც ანალოგიური დარღვევებით მივიღებთ. ამიტომ გადაწყვიტა დღეს პარტიამ, რომ გამოიწვიოს სია და უარი თქვას მანდატებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგზე უარს ვამბობთ. დიალოგს გავაგრძელებთ, რათა ვადამდელი არჩევნების თაობაზე შევთანხმდეთ იმიტომ, რომ ჩვენ უნდა განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ შევჯერდებით ვადამდელ არჩევნებსა და ახალ ადმინისტრაციაზე, რომლის კონტროლითაც ის ჩატარდება“,-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ