19.03.2021 20:16
მედიაციის ევროპული რაუნდი, ფასილიტაციის ანალოგიურად, რომ უშედეგო იქნებოდა, ჯერ კიდევ მიშელის ვიზიტისას გამოჩნდა, როდესაც ამ დონის ევროპული პოლიტიკის წარმომადგენლობითი პირი, იძულებული გახდა, მედიაციის გადასარჩენად პირადი წარმომადგენელი გამოეშვა. ბატონი დანიელსონიც საკმაოდ მაღალი რანგის პოლიტიკოსი და გამოცდილი დიპლომატია, თუმცა შედეგი მაინც ნულოვანი იყო. ამ მედიაციის რამდენიმე დღიანმა რაუნდმაც ცხადად აჩვენა, რომ ნებისმიერი დიპლომატია უძლურია თუ რომელიმე მხარე კონსენსუს როგორც ასეთს უბრალოდ არ ცნობს და მხოლოდ მისი არგუმენტებია გადამწყვეტი პირობა მოლაპარაკებებისას. მიუხედავად იმისა, რომ ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნა, არც ერთ ევროპულ ინსტიტუტს თუ მაღალი დონის ევროპარლამენტარს არ დაუყენებია დღის წესრიგში, მათი უსაფუძვლობის გამო, ოპოზიციის მთავარი ღერძი სწორედ ამ პირობის აპრიორს ეყრდნობოდა და ფაქტიურად კომპრომისსაც თავშივე გამორიცხავდა.
ამ პროცესმა ისიც აჩვენა, რომ ქართული ოპოზიციის ბლეფს, აგებულს ვითომდა კომპრომისებზე, რეალურად კი როგორც რუსულ პარტიას ევროპა არ მიიღებდა და არც ჭამდა. თვალნათლივ გამოჩნდა, რომ თავის დროზე ვითომდა რამდენიმე ნაწილად გაყოფილი ნაციონალები, ისევ ერთნი არიან იდეოლოგიურადაც, პოლიტიკური სულისკვეთებითაც და სააკაშვილის მიერ შედგენილი დღის წესრიგის მართვის ალგორითმითაც. ნიშანდობლივია, რომ ამ მოლაპარაკებებზე ნაციონალებს წარმოადგენდა არა რომელიმე ცნობადი სახე, არამედ დისკრედიტირებული და გადამალული, ამ რაუნდისათვის როგორც ჩანს სპეციალურად გაცოცხლებული, ფაქტიურად, კი მიშას საგანგებო და ოფიციალური წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი, და თუ რა მიზანი ჰქონდა ამ ერთგვარ პოლიტიკურ როქს, მისი კომენტარიდანაც კარგად იკითხება-ჩვენი მხრიდან დათმობა იყო თუნდაც ის, პარტიის თავმჯდომარის დაკავების მიუხედავად, რომ ვმონაწილეობდით მოლაპარაკებებშიო?!
ამ მაღალი დონის ევრომედიაციის უშედეგოდ დასრულებამაც გვანახა, რეალურად თუ რაზე დგას ევროპული ღირებულებები და რაზე "მედასავლეთეობის" საფარქვეშ შეფარული რუსული პოლიტიკის მეტად სახიფათო ქიმერა, მხარდაჭერილი სიცრუეზე და დიფფეიკებზე აგებული საინფორმაციო ბადით, რომელიც ქართულ სახელმწიფოს სერიოზული რისკების წინაშე აყენებს. დღეს ქართველი ხალხის მთავარი ამოცანაც ეს არის, გააცნობიეროს რა ისტორიული პარადიგმა, არ აყვეს პროტესტად გასაღებულ, რეალურად კი რუსული პროპაგანდის ამ სახიფათო ხრიკებს ქართველი რენეგატების შესრულებით!