19.03.2021 20:46
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კომენტარს აკეთებს ოპოზიციისა და პოზიციის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე:
- ამ მოლაპარაკებებმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ ძებნილი სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" თავისიანებს აღარ ენდობა და 'მაგიდის ასაყირავებლად' ოფიციალურ წარმომადგენლად პირადად მიავლინა ყველასაგან მივიწყებული აკაკი (აკო) მინაშვილი. ვისაც უახლესი ისტორია გვახსოვს, ვიცით, რომ ჯალათი ახალაიების პირადი შიკრიკი მინაშვილი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი გამოკვეთილი სიმბოლოა. მისი ამ საპასუხისმგებლო პროცესში მივლინებით, ექს-პრეზიდენტმა წარმოაჩინა, რომ არ ენდობა თავის უახლოეს თანაგუნდელებს და სხვა ოპოზიციონერებს გაუგზავნა მკაფიო გზავნილი - ხელი არ წაგიცდეთ შეთანხმებაზე. მაინტერესებს, თავად ნაცსექტის მიმდევრებს არ გაუჩნდათ ლეგიტიმური შეკითხვა - ვინ არის აკაკი მინაშვილი, სად იყო აქამდე და რატომ ახლა?.. ეს ფსევდო-დათმობა, რომ პარტია მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ე.წ. პოლიტპატიმარი ნიკანორ მელიას მიუხედავად, არის უსუსტესი არგუმენტი შინ და გარეთ. თუმცა, მორიგი ამაო დესტრუქციული ქმედებებებისათვის ზედგამოჭრილია.