ბალტიის სახელმწიფოებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლიეტუვის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთიდან ყველა ენერგორესურსის შეტანას აჩერებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ოპერატორმა „ნორდ პულმა“ რუსული „ინტერ რაოსგან“ელექტროენერგიის შეძენა დღეიდან შეწყვიტა.
ლიეტუვაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ საჭირო ელექტრონერგიას პოლონეთიდან და შვედეთიდან შეისყიდიან. მანამდე, ლიეტუვამ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტიც შეწყვიტა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge