23.01.2026 17:18
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს მონაწილეობით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა ჩატარდა თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას დაესწრო საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილის ხელმძღვანელობით.
„ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე უნგრეთის, იტალიის, სლოვაკეთისა და თურქეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან", - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :