დღე: 25

ღამე: 13

USD 2.7456

EUR 3.1012

29 წლის კაცი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გადახტა, გარდაიცვალა 26.11.2022 17:54

29 წლის კაცი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გადახტა, კლინიკაში გარდაიცვალა. 

ახალგაზრდა კაცი შენობიდან რამდენიმე დღის წინ გადახტა. ის მესამე სართულის პალატაში იყო მოთავსებული. მან გაქცევის მიზნით ზეწრები გადააბა, რითაც ქვემოთ ჩასვლას ცდილობდა. ჩასვლისას ზეწრები გაწყდა და პაციენტი გადავარდა.

მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ