შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ნ. დააკავეს.
უწყების ცნობით, მას ბრალად ედება ქურდობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
„დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედოფლისწყაროში, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ ზოგადი ხედვის სამეთვალყურეო კამერას.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. - მ დედოფლისწყაროში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.პოლიციამ ბ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მჭიდები და 126 ვაზნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :