24.10.2025 18:43
სუს-მა ბრიფინგზე თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, მავანთა მიერ ეს თანამშრომლობა სხვანაირად იქნა აღქმული.
მინდა განვმარტო, რას მოიცავს თანამშრომლობა – ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიების მიერ დასმულ არცერთ კითხვას არ გაურბის. მან ამის შესახებ განაცხადა გამოძიებასთან და უთხრა, რომ მზად არის, რამდენჯერაც იქნება საჭირო, რა კითხვაც გაუჩნდებათ, უპასუხოს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან იმიტომ, რომ ის არის კანონმორჩილი ადამიანი, მას დანაშაული, მით უმეტეს, ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაული არ ჩაუდენია.
ერთი დღე არ უცხოვრია თავისი პრემიერ-მინისტრობის დროს ისე, რომ მისი საქმიანობა არ ყოფილიყო ქვეყნის და იმ პარტიის ინტერესებით გამსჭვალული, რომელსაც ის წარმოადგენდა. შესაბამისად, დღემდე რჩება ამ პლატფორმაზე და ხელი რომ არ შეუშალოს გამოძიებას, მზად არის, რამდენჯერაც იქნება საჭირო, იმდენჯერ გასცეს ყველა კითხვაზე პასუხი. აი, ეს არის თანამშრომლობა! სხვათა შორის, ესეც დაუფიქსირა გამოძიებას, – „იმ შემთხვევაშიც, თუ ჩემი ქმედება, რაზეც მე ახლა პასუხებს გცემთ, აღქმული და შეფასებული იქნება სამართლებრივი თვალსაზრისით დანაშაულად, მასზე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე და არ გავურბივარ პასუხისმგებლობას“.- ამის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა
ავტორ(ებ)ი :