ქვემო ქართლის პოლიციამ მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე 1 პირი დააკავა 26.10.2025 10:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით, 2009 წელს დაბადებული ა.მ. ფონიჭალაში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ა.მ. ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ყიდდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - წერია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ